ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანია საქმიანობს ბუნებრივი ქვების დამუშავების სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციას. ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია ყველა ხარისხის ფერის და ფასის ბუნებრივი ქვები. როგორც ადგილობრივი ასევე იმპორტირებული: უკრაინიდან, ჩინეთიდან, აფრიკიდან, ინდოეთიდან და ირანიდან. თითოეული პროდუქტი შერჩეულია ხარისხის, სიმტკიცისა და ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სანდოობა, სტაბილურობა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული მომსახურება. გუნდი დაკომპლექტებულია სფეროში გამოცდილ სპეციალისტებით, რაც უზრუნველყოფს სწორ კონსულტაციასა და ხარისხიან შედეგს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს კარიერის აფეთქებასა და ქვის დამუშავების სრულ ციკლს, ხოლო შესრულებულ პროექტებში უმეტესწილად შედის საფლავების მოპირკეთება სხვადასხვა ბუნებრივი მასალით, თუმცა ჩვენი შესაძლებლობები ამით არ შემოიფარგლება ვამზადებთ კიბეებს, ქვის ბილიკებს და ა.შ. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ გამძლე, ესთეტიკური და სანდო მასალა ნებისმიერი პროექტისთვის.